Thursday, April 21, 2016

პროექტის გეგმა

1.      პროექტის სახელწოდება.:our farm.(ჩვენი ფერმა)
2.      პროექტის  აქტუალობა:ბავშვები წაიკითხავენ და ისაუბრებენ ფერმაზე და მასში მცხოვრებ ცხოველებზე .იპოვიან ახალ ინფორმაციებს, როგორები არიან ისინი ,რას მიირთმევენ , შეადარებენ ერთმანეთს,
3.      პროექტის მიზანი:ბავშვებს განუვითარებს შემოქმედებით,თანამშრომლურ და
ჯგუფურ უნარებს.ეჩვევიან ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების  გამოყენებას.

4.      მონაწილეთა ასაკი:9-10 წელი
5.      პროექტესათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფერადი ქაღალდები,პლასტელინი  ფერადი ფანქრები ,ფურცლები, წებო, მაკრატელი ,პატარა ცხოველები.
6.      პროექტის ხანგრძლივობა:14 დღე
7.      მოსალოდნელი პროდუქტი:ბავშვები ერთად შექმნიან ფერმის მაკეტს     ილუსტრილებულ წიგნებს ,გამოჭრიან ცხოველებს. გააკეთებენ პოსტერებს,დახატავენ შენობებსა და ცხოველებს, გამოჭიარიან და დააწებებენ პოსტერზე .დაუწერენ ქვეშ შესაბამის ინფორმაციას.
8.      პროექტის მიმდინარეობა:მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მთავარ იდეას,აუხსნის მათ პროექტის მთავარ იდეას და დაყოფს ჯგუფებად.
თითოეულ ჯგუფს დაავალებს შექმნას ფერმის მაკეტი, ილუსტრილებული წიგნი ან პოსტერი,რომელშიც იქნება ფერმის ცხოველები და ფრმის სურათები
სურათებს თან უნდა ახლდეს განმარტებები ინგლისურ ენაზე.ბავშვები შეიკრიბებიან ჯგუფებში.ზოგიერთი მათგანი გააკეთებს ფერმის მაკეტს,ზოგი ილუსტრილებულ წიგნს ან პოსტერს(სურვილის მიხედვით) შემდეგ ამ ნამუშევრებს მოიტანენ სკოლაში და მოეწყობა გამოფენა.ყველა ნამუშევარს მიენიჭება ნომერი,გამოფენაზე მისულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მათთვის მოწონებული ნომერი დაწერონ ფურცელზე და ჩააგდონ სპეცალურ ყუთში. გამოფენა გაგრძეელდება 3 დღე.3დღის  შემდეგ  გახსნება  ეს ყუთი და ბავშვები და მასწავლებელი ნახავენ თუ რომელმა ნამუშევარმა დამსახურა მეტი მოწონება .პროეკტში მონაწილე ყველა ბავშვი დაჯილდოვდება სიგელით ხოლო გამარჯვებული პრიექტის ავტორები წამახალისებელი პრიზით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან    კავშირი:
1. სამეტყველო ფუნქციები
1.1. სოციალური ურთიერთობები
1.2. ინფორმაციის გაცვლა
1.3. აღწერა / დახასიათება
1.4. გემოვნება
1.5. შეფასება
1.6. საჭიროება / სურვილი
1.7. გრძნობები / ემოციური რეაქციები / შეგრძნებები
1.8. დროში ორიენტირება
1.9. სივრცეში ორიენტირება
1.10. ლოგიკური კავშირები
1.11. ნებართვა / ვალდებულება / აკრძალვა
1.12. ინტერაქცია საკლასო ოთახში
2. ლექსიკა   
2.1. ინდივიდი:
2.2. ინდივიდის გარემოცვა:
2.3. აქტივობები:
2.4. ინდივიდის ორიენტირები:


პროექტის ხელმძღვანელი: მაია მეზვრიშვილი
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:mezvrishvilimaia4@gmail.com